FUT თმის გადანერგვა

ასევე ცნობილია როგორც FUS ან Strip, არის თმის გადანერგვის პროცედურა, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში თმის ცვენის სამკურნალოდ. იგი გამოიყენება, როგორც FUE-ის ალტერნატივა. ძირითადი განსხვავება ამ ორ პროცედურას შორის არის ჩატარების ტექნიკა და პროცედურის ხანგრძლივობა.

შესახებ

რა არის FUT

FUT – ან ფოლიკულური ერთეულის გადანერგვა – არის თმის გადანერგვის პროცედურა, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში FUE- სთან ერთად. FUT შეიძლება ასევე იყოს ცნობილი როგორც FUSS, MFUT ან Strip. FUE-სგან განსხვავებით, FUT უფრო სწრაფი პროცედურაა. FUT გულისხმობს კეფის თმიანი ზონიდან კანის მცირე ნაწილის მოჭრას და ამ ნაწილიდან აღებული გრაფტების გადანერგვას დანიშნულების ადგილას. ჭრილის სტანდარტული სიგანე 1,5 სმ-ია. ჭრილობა ადვილად ხორცდება ნაკერების დადების შემდეგ.

FUT თმის გადანერგვის უპირატესობები

R

გრაფტების დიდი რაოდენობა

FUT პროცესი საშუალებას იძლევა უფრო მეტი რაოდენობის გრაფტების გადაინერგოს ერთ სესიაში, FUE პროცედურასთან შედარებით.

R

მარტივი აღების პროცესი

დონორის ზონიდან გრაფტების აღება უფრო ადვილი და ეფექტურია FUE პროცედურასთან შედარებით. ეს საშუალებას იძლევა უფრო მეტი ჯანმრთელი გრაფტები ავიღოთ. FUT პროცედურის დროს კვალიფიციურ ქირურგს შეუძლია 7000-დან 12000-მდე გრაფტის აღება დონორის ზონიდან, მაშინ როდესაც FUE მეთოდით ეს რიცხვი 3000-დან 6000-მდეა.

R

გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი

კვლევამ აჩვენა, რომ FUT პროცესით გადანერგილი ფოლიკულების გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე FUE-ით და უახლოვდება 100%-ს.

R

ტრანსექციის ინციდენტის დაბალი მაჩვენებელი

გრაფტების ტრანსექციის სიხშირე გაცილებით დაბალია FUT მეთოდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოცდილი ქირურგის მიერ გამოიყენება თანამედროვე ინსტრუმენტები და ისეთი მეთოდები, როგორიცაა ღია დონორის ტექნიკა და სტერეომიკროსკოპიული გრაფტის მომზადება. FUT მეთოდის შემთხვევაში, გადაკვეთის მაჩვენებელი არის 3%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 გრაფტზე მხოლოდ სამი გრაფტი გადაიჭრება. ტრანსექციის ტენდენცია უფრო მაღალია FUE მეთოდით.

R

სწრაფი პროცედურა

გამოცდილი ქირურგიული ბრიგადა FUT პროცედურას დაასრულებს 3-4 საათში. FUE პროცედურას შეიძლება ამაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდეს.

FUT თმის გადანერგვის უარყოფითი მხარეები

Q

უფრო ხანგრძლივი პოსტოპერაციული აღდგენა

პოსტოპერაციული აღდგენის პერიოდი ოდნავ გრძელია. დაბუჟების, მცირე ტკივილის და კისრის არეში დაჭიმვის შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, პოსტოპერაციულ პერიოდში (2-დან 3 კვირამდე) მოგეცემათ რეკომენდაცია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვაზე.

Q

მცირე ნაწიბური

თმის გადანერგვის FUT მეთოდმა შეიძლება დატოვოს მცირე ნაწიბური დონორის ზონაში. ა. წილოსანის თმის გადანერგვის კლინიკაში ოპერაციების მეთოდის დახვეწილობის გამო ნაწიბური ძლივს შესამჩნევია და სრულიად უხილავია იმ შემთხვევაში, როცა თმა არ არის გადაპარსული ან ძალიან მოკლედ შეჭრილი . შემთხვევების მაგალითები იხილეთ ფოტოებზე ქვევით.

როგორ მუშაობს FUT პროცედურა?

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს FUT თმის გადანერგვა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორ ტარდება. განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ მეტი, თუ როგორ ვატარებთ FUT პროცედურას ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტში. ან წაიკითხეთ მეტი თმის გადანერგვის სხვადასხვა სახის პროცედურების შედარების შესახებ.

ნაბიჯი 1 – თმის ვარცხნილობის დიზაინი

FUT პროცედურის პირველი ნაბიჯი მოიცავს თმის ხაზის დიზაინს. პაციენტი და ექიმი თანხმდებიან თმის ზრდის ზონის საბოლოო სახეზე. შეთანხმების შემდეგ, ექიმი მონიშნავს თმის ზრდის სასურველ ზონას პაციენტის თავზე და ემზადება შემდეგი ნაბიჯისთვის.

ნაბიჯი 2 – გაპარსვა

დონორის ზონა გაიპარსება, რათა გაადვილდეს გრაფტების აღება. FUT პროცედურა არ საჭიროებს მთელი თავის გადაპარსვას. გაიპარსება ზოლის ფორმის პატარა, ლოკალური ადგილი.

FUT პროცედურის საფეხურები 1 და 2

ნაბიჯი 3 – მიმღები არეალის მომზადება

ამის შემდეგ ექიმი მოამზადებს სადონორო უბანს FUT გრაფტების მისაღებად. ეს მოხდება პატარა ნემსების გამოყენებით. დიამეტრი მერყეობს 0,8 მმ-დან 1,1 მმ-მდე. ნემსებს ასევე აქვთ სიღრმის შემზღუდველი.

FUT პროცედურა ნაბიჯი 3

ნაბიჯი 4 – გრაფტების მომზადება

თმის ზოლებს იღებენ დონორი ზონიდან. ეს ზოლები გადაეცემა ასისტენტების გამოცდილ გუნდს, რომელიც შემდეგ გამოყოფს ინდივიდუალურ გრაფტებს ამ ზოლებიდან. ეს კეთდება სტერეომიკროსკოპების დახმარებით.

FUT პროცედურის საფეხური 4

ნაბიჯი 5 – გრაფტების ტრანსპორტირება

გრაფტები მოთავსებულია სპეციალურად მომზადებულ პეტრის ფინჯანში, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო მიტანა პაციენტამდე. ფინჯანში ტრანსპორტირება მაქსიმალურად ინარჩუნებს გრაფტებს უსაფრთხოდ, სუფთად და ცოცხლად.

ნაბიჯი 6 – იმპლანტაციის პროცესი

ქირურგიის ასისტენტთა ჯგუფი დაუყოვნებლივ იწყებს გრაფტების იმპლანტაციას. ეს კეთდება უფროსი ქირურგის უშუალო დაკვირვებით და მისი ჩართულობით.

FUT თმის გადანერგვის ოპერაცია ნაბიჯი 5 და 6

ნაბიჯი 7 – პოსტოპერაციული მოვლა

იმპლანტაციის პროცესის დასრულების შემდეგ გუნდი გაასუფთავებს საოპერაციო არეს და დარწმუნდება, რომ საბოლოო სახე შესაბამება დაგეგმილს

ნაბიჯი 8 – პოსტოპერაციული კონსულტაცია

ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმი კონსულტაციას გაუწევს პაციენტს პოსტოპერაციული მოვლის შესახებ. ქირურგი გაგიწვთ რეკომენდაციას, თავი აარიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას ერთი კვირის განმავლობაში და ტკივილის შემთხვევაში მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები. ექიმი ასევე დარწმუნდება, რომ პაციენტი კმაყოფილია მიღებული შედეგით, აძლევს რა მას 360 გრადუსით თავის დათვალიერების საშუალებას

FUT თმის გადანერგვის საფეხურები 6 და 7

ნაბიჯი 9 და 10 – ძლივს შესამჩნევი ნაწიბურები დაუყოვნებლივ და 6 თვის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ თავის უკანა მხარეს დარჩენილი ნაწიბური თითქმის შეუმჩნეველია 6 თვის შემდეგ. რაც დრო გადის, ნაწიბური სულ უფრო უხილავი ხდება. ამიტომ FUT თმის გადანერგვის პროცედურა უმრავლესობისთვის შეუმჩნეველია.

თმის გადანერგვის შემდეგ ნაწიბური

როდის არის FUT შესაფერისი?

თმის გადანერგვის პროცედურის არჩევა ძალიან ინდივიდუალურია თითოეული შემთხვევისთვის. FUT განკუთვნილია მამაკაცის სიმელოტის სამკურნალოდ და, როგორც წესი, ყველაზე ეფექტურია თავის წინა მხარეს. თუ გადასანერგი გრაფტების რაოდენობა დიდია, ქირურგს შეუძლია აირჩიოს FUT პროცედურა. თუ გსურთ გაიგოთ, რომელი პროცედურა შეიძლება იყოს თქვენთვის უფრო შესაფერისი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია

შესახებ

FUT ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტში

თმის გადანერგვის პროცედურებს წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტში ატარებს თავად FISHRS მედიცინის დოქტორი აკაკი წილოსანი. ეს არის პროცედურის უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჩატარების გარანტია. ინსტიტუტის განსაკუთრებული პერსონალის და თანამედროვე საშუალებების მხარდაჭერით ყველა ოპერაცია ტარდება უმტკივნეულოდ, სწრაფად და დიდი შედეგის გარანტიით. ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტი ასევე იძლევა თანხის დაბრუნების გარანტიას (დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით).

წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტი სრულად ინვესტირებულია ჩვენი კლიენტებისთვის სასურველი შედეგის მიწოდებაში. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს, მგზავრობაში დახმარებას, ასევე პოსტოპერაციულ დაკვირვებას, კონსულტაციას და მხარდაჭერას. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ოპერაციიდან თვეების შემდეგ, რათა გავიგოთ, როგორია შედეგები. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სერვისები.

FUT ადრე და ამჟამად შედეგები ა. წილოსანის ინსტიტუტში

ფასი

FUT ფასები ა. წილოსანის ინსტიტუტში

თითოეული FUT ოპერაცია ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და განისაზღვრება გადასანერგი გრაფტების რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაჯდეს FUT თმის გადანერგვის ოპერაცია. ამიტომ გირჩევთ დაგვიკავშირდეთ და გამოგვიგზავნოთ თქვენი სურათები უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის. ჩვენ დაგიბრუნდებით პერსონალიზებული შეთავაზებით 24 საათზე ნაკლებ დროში.

კომბინირებული

FUE და LHT (გრძელი თმის გადანერგვა)

ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტში ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ შანსს განახორციელონ გრძელი თმის გადანერგვა FUT მეთოდით. LHT პროცედურა, ისევე როგორც FUT, არ საჭიროებს თმის გაპარსვას. გრძელი თმის გადანერგვა საშუალებას იძლევა, რომ პროცედურის შედეგები თვალსაჩინო იყოს უშუალოდ ოპერაციის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გადანერგილი თმა მალევე დაცვივდება, გრაფტები რჩება ჯანსაღი და გამოიღებს შედეგს იგივე პერიოდის შემდეგ, რაც ჩვეულებრივი FUT თმის გადანერგვისას.

სქესი

FUT და FUE ერთად

თმის გადანერგვის პროცედურა, რომელიც აერთიანებს FUT-სა და FUE-ს, შეიმუშავა აკაკი წილოსანის მედიცინის დოქტორმა, FISHRS სპეციალურად იმ შემთხვევებზე სამუშაოდ, რომლებიც საჭიროებენ 5000+ გრაფტს (ასევე ცნობილია როგორც „გიგას სესიები“). პროცედურის დასრულებას დიდი დრო სჭირდება და აღდგენის უფრო გრძელი პერიოდი აქვს, მაგრამ ის საუკეთესო შედეგებს იძლევა ძლიერი თმის ცვენის შემთხვევაში.